სოციალური ნორმებისა და ღირებულებების, ქცევის მოდულების სისტემა, რომელიც განსაზღვრული სოციალური ჯგუფისთვისაა დამახასიათებელი და გამოარჩევს მას საზოგადოებაში გაბატონებული კულტურისაგან (ანუ, საზოგადოების უმრავლესობის კულტურისაგან). არ არის აუცილებელი, ს. ეწინააღმდეგებოდეს გაბატონებულ კულტურას, არამედ შეიძლება იყოს მისი რელევანტური. თუმცა, ამასთან დაკავშირებით თავს იჩენს პრობლემა, ვინაიდან თანამედროვე საზოგადოებებში კულტურული ფრაგმენტაციის მაღალი ხარისხი აძნელებს გაბატონებული კულტურის გამოყოფას. ს-ებში ჩართულობის მოტივაცია ზოგიერთისათვის შეიძლება იყოს კომპენსაცია იმ წარუმატებლობისა და წყენისა, რაც მათ საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან შეხვდათ. ს. შეიძლება შეიქმნას სხვადასხვა სოციალური მახასიათებლის საფუძველზე, როგორიცაა ეთნიკურობა, კლასობრივი და რელიგიური კუთვნილება, სექსუალური ორიენტაცია, უბრალოდ ცხოვრების ახალი სტილი (ისეთი, რომელიც დაამკვიდრეს, მაგ., პანკებმა) და სხვ. თანამედროვე კვლევები ყველაზე მეტად მიმართულია ახალგაზრდული და დევიანტური ს-ების შესწავლისაკენ.
სუბკულტურა
Subculture
კატეგორია: