Social Order
სანიმუშო მოქმედება ან წესები, რომელთაც ადამიანები ასრულებენ თავიანთ სოციალურ ცხოვრებაში. ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს სოციალურ მოლოდინთა და სტრუქტურათა მყარი ნიმუშები, რაც სხვა არაფერია, თუ არა ს.წ–ის გამოხატულება. ასეთი ნიმუშები, გარკვეული ხარისხით, იძლევა მოქმედების წინასწარმეტყველების შესაძლებლობას საზოგადოებაში და, ამდენად, ნებას რთავს სოციალურ ცხოვრებას, რომ გაგრძელდეს (შენარჩუნდეს). ს.წ–ზე აქცენტირებისას სოციოლოგები ხელმძღვანელოებნ სოციალური სამყაროს შესახებ კონსერვატიული წარმოდგენით, აქცენტს აკეთებენ საზოგადოების ინტეგრაციასა და მთლიანობაზე კონფლიქტისა და ცვლილების სანაცვლოდ.
კატეგორია: