სეპარატიზმის უკიდურესი ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს გარკვეული ტერიტორიის სრულ პოლიტიკურ გამოყოფას არსებული სახელმწიფოდან და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. ს. სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების უცვლელობის პრინციპების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და ეთნიკური მინინაციონალიზმის მთავარ მიზანს გამოხატავს. შესაბამისად, ს–ისაკენ სწრაფვა, თუ ამის ობიექტური მიზეზები არ არის (ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობა განიცდის შევიწროებას და რეალურია მისი, როგორც ეთნოსის გაქრობა), საერთაშორისო სამართლის მიერ დაიგმობა, თუ რა თქმა უნდა, თვით არსებული სახელმწიფო არ დაეთანხმა მისი ტერიტორიის ნაწილის გამოყოფას და იქ სუვერენული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში ს–ის მაგალითებია ბანგლადეშისა და ერითრეის სახელმწიფოების შექმნა.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი