დოქტრინა, რომელიც სახელმწიფოს საჭიროებების ყველაზე მაღლა, მათ შორის უნივერსალურ ზნეობაზე მაღლა დაყენებასაც გულისხმობს. ს. ი–ის დოქტრინის მთავარი წარმომადგენლები არიან ნიკოლო მაკიაველი და ფრიდრიხ მაინეკე, ხოლო პრაქტიკულ პოლიტიკაში ეს ცნება კარდინალ რიშელიესა და ოტო ბისმარკის მოღვაწეობას უკავშირდება. ს. ი–ის ცნება ყველაზე მჭიდროდ რეალიზმის, ძალის პოლიტიკისა და რეალპოლიტიკის კონცეფციებს უკავშირდება. ს. ი–ის თაობაზე თეორიული დისკურსი ზნეობასთან მის შეთვისებას უკავშირდება. ს. ი–ის თეორეტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ზნეობა და ს. ი. შეთავსებადია, რადგან უზენაესი ზნეობა სახელმწიფოს კეთილდღეობაა.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი