ხერხებისა და საშუალებების ერთობლიობა, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფო ახორციელებს თავის საგარეო პოლიტიკას. ს.პ.ი-ს მიეკუთვნება პროპაგანდა, დიპლომატია, ეკონომიკური სანქციები, ომი. საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად დასაკმაყოფილებლად სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი. მათგან უკანასკნელი - ომი - მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და ისიც თავდაცვის მიზნით უნდა გამოიყენებოდეს. ეკონომიკურ სანქციებსაც ქვეყანა განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმართავს. საგარეო პოლიტიკის ძირითად ინსტრუმენტად მშვიდობიან დროს დიპლომატია რჩება (ეკონომიკურიც). სახელმწიფოს დადებითი იმიჯის შესაქმნელად და განსამტკიცებლად ძალიან დიდი როლი ენიჭება პროპაგანდასაც.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი