ნორმა და ნორმატიული

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Norm and Normative

1. რაიმეს ზომა, ნიმუში, საშუალო სიდიდე; 2. დაკანონებული დადგენილება, აუცილებლობად აღიარებული წესრიგი, წყობა; 3. გარკვეულ სიტუაციაში ქცევის წესი; 4. ქცევის რეგულაციის ფორმა ბიოლოგიაში, ტექნოლოგიაში. სოციოლოგიაში ნორმის ცნება მოიაზრებს სოციალური ერთობის მიერ გამომუშავებული ყოველგვარი წესის (მოთხოვნების, მოღვაწეობის ნიმუშების, სტანდარტების, ქცევის, მათ მიმართ სზოგადოების მოლოდინების) ერთიანობას. ნორმები გულისხმობს საზოგადობაში ადამიანთა ურთიერთქმედების აბსტრაქტულ მოდელს, რომლის შესაბამისად, ინდივიდს შეუძლია, ერთი მხრივ, ურთიერთქმედების სხვა მონაწილეთა ქცევის წინასწარმეტყველება, მეორე მხრივ, საკუთარის აგება. ნორმები მოქმედებს სხვადასხვა დონეზე (ინდივიდთა ყოველდღიური ცხოვრება, მაგალითად სუფრასთან ქცევა, ან განვითარებულ საზოგადოებებში სამართლებრივი სისტემის ფორმულირება). ნ-ები მხარდაჭერილი და განმტკიცებულია ნაირგვარი სანქციით არაფორმალური მიუღებლობიდან ფიზიკურ (მაგ., სიკვდილით) დასჯამდე. ნორმა განსაზღვრავს და უზრუნველყოფს სოციალური სისტემის წესრიგსა და სოციალური ურთიერთქმედების რეგულაციას. ნ. იმის კრიტერიუმია, თუ რა აღიქმება საზოგადოების მიერ ნორმალურად. ნორმის შესაბამისი ან ნორმაზე დაფუძნებული ნებისმიერი მოვლენა (ქცევა, მოლოდნი, წარმოდგენა და ა.შ.) არის ნორმატიული. ტერმინ ნორმას უპირატესობას ანიჭებენ ფუნქციონალური თეორიის წარმომადგენლები. სოციალური ფენომენოლოგია, ეთნომეთოდოლოგია უპირატესობას ანიჭებს ტერმინს წესი.

კატეგორია: 
ავტორები: