ინტეგრაციის სამეცნიერო თეორია, რომელიც ინტეგრაციის განვითარების ყველაზე ეფექტურ გზად ქვეყნების საერთო ინტერესების სექტორებში ნაბიჯ-ნაბიჯ დაახლოებას მიიჩნევს. ნ-ის მიხევით, ეკონომიკური ინტეგრაციის დადებითი შედეგები მოქალაქეებში სახელმწიფოების ქვეშევრდომობის შეგნებას შეცვლის. ფუნქციონალიზმისაგან განსხვავებით, ნ. აქცენტს რეგიონულ და არა გლობალურ ინტეგრაციაზე აკეთებს. გარდა ამისა, ნეოფუნქციონალისტები თავიანთ წინამორბედებზე მეტ ყურადღებას აქცევენ ინტეგრაციის ინსტიტუციურ მხარეს, განსაკუთრებით მის პოლიტიკურ ასპექტებს. საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში ნ-ის სკოლა პლურალიზმის პარადიგმას მიეკუთვნება, რადგან ინტეგრაციის პროცესში სახელმწიფოთა გარდა ინტერესთა ჯგუფების გავლენასაც დიდ ყურადღებას უთმობს.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი