Neo Isolationism
შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში იზოლაციონიზმის აღდგენის მცდელობა აშშ-ის მსოფლიო გავლენის „დაკნინების“ ხანაში XX ს-ის 70-იან წლებში ვიეტნამის ომის შემდგ. აშშ-ის საგარეო პოლიტიკური ელიტის ნაწილი მიიჩნევდა, რომ აშშ უნდა დაბრუნებოდა თავის „ფესვებს“, რომლებიც ინტერნაციონალიზმის პოლიტიკის ნაცვლად, ტრადიციული იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკის აღდგენას ითვალისწინებდა. ამ დოქტრინის მიხედვით, საკუთარი ნახევარსფეროს მიღმა აშშ-ის ჩარევა საერთაშორისო საქმეებში შერჩევით საფუძველზე და მხოლოდ აშშ-ის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ნ-მა ცივი ომის დასრულებისასაც იჩინა თავი.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: