Monopoly
რომელიმე სახელმწიფოს ან ჯგუფის გამორჩეული უფლება. მ-ური უფლება შეიძლება ვრცელდებოდეს სრულიად სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე, ვთქვათ, საგარეო ვაჭრობაზე, მიწაზე ან რაიმეს წარმოებაზე. მ-ს საბაზრო ეკონომიკაში კონკრეტულმა ეკონომიკურმა სუბიექტმა ან სუბიექტების ჯგუფმა შეიძლება მიაღწიოს კაპიტალისა და წარმოების მაღალი კონცენტრაციის შედეგად, რაც, თავის მხრივ, მიიღწევა კომპანიებს შორის დადებული გარიგებით ან შერწყმით.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: