ვებერის მიხედვით, სოციალური წესრიგის თვისება, რომელიც უფრო მეტს აღნიშნავს, ვიდრე ქცევის უბრალო ერთგვაროვნებაა, განპირობებული ადათით ან ინტერესთა თანაფარდობით („კონსტელაციით“) მნიშვნელად წესრიგს ვებერი უწოდებს „ლეგიტიმურს“. ასეთი წესრიგის ფარგლებში მოქმედება ორიენტირდება მკვეთრად განსაზღვრულ ნორმებზე („მაქსიმებზე“), რომელთა შესრულება ინდივიდისათვის სავალდებულოა, ანუ ქმნის ნიმუშს, რომელიც მიბაძვის ღირსია. მნიშვნელადი წესრიგის ფარგლებში მოქმედებს, მაგ., ჩინოვნიკი, რომელიც ყოველდღე ცხადდება ბიუროში განსაზღვრულ დროს. როგორც წესი, ეს გამოწვეულია მისთვის სამსახურებრივი რეგლამენტაციის სისტემის მ-ით, რომელიც გამოიხატება ჩინოვნიკისათვის სავალდებულო მოთხოვნების წაყენებაში. (იხ. აგრ. ლეგიტიმურობა)
კატეგორია: