Inheritance, Continuity
ცოცხალი სისტემებისათვის დამახასიათებელი თვისება თავისივე მსგავსის კვლავწარმოქმნისა, რაც გულისხმობს თაობიდან თაობაში ფიზიოლოგიურ მახასიათებელთა გადაცემას. ინტელექტთან დაკავშირებით მ–ს განიხილავენ ბუნებისა და აღზრდის ურთიერთმიმართების პოლემიკის კონტექსტში, აგრეთვე ანტისოციალური ქცევებისა და დანაშაულის მიზეზების შესახებ დისკუსიებში. მ–ის გაუმჯობესების შესახებ მეცნიერება ევგენიკა, რომელიც ეყრდნობა დაუმტკიცებელ კავშირებს გენეტიკურ მ–სა და ადამიანის სხვადასხვა სოციალურ თუ ინდივიდუალურ თვისებებს შორის, ასოცირდება რასობრივად წმინდა საზოგადოების შექმნის ნაცისტურ გეგმასთან.
კატეგორია: