რელიგიურ–ეთიკური მოძღვრება და მოძრაობა (საზოგადოება), რომელიც XVIII ს–ის დასაწყისში ინგლისში წარმოიშვა, მოგვიანებით კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. იგი მიზნად ისახავდა მსოფლიო ფარული ორგანიზაციის შექმნას და კაცობრიობის ერთიან რელიგიურ–ეთიკურ საძმოში მშვიდობიან გაერთიანებას. მისი დასახლება, ორგანიზაცია, ტრადიციები და წეს–ჩვეულებები გადმოღებულ იქნა შუა საუკუნეების საამქროებიდან (მათ შორის, ქვის მჭრელების), საძმოებიდან და ორდენებიდან. ადამიანური ზნეობრივი სრულყოფისა და განმანათლებლობის ქადაგებას თან ახლდა სპეციალური რიტუალების, ადათ–წესების შესრულება და იდუმალება. მასონები თავის თავს ღვთის წარგზავნილებად (ქვის მთლელებად) თვლიდნენ და მის სადიდებლად ახალი მსოფლიო წყობა უნდოდათ შეექმნათ. მ–ის გავლენის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს XVIII ს–ის დასასრული და XIX ს–ის დასაწყისი, მაგრამ დღესაც იგი მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე უმსხვილესი, ფარული ორგანიზაციაა, რომელიც თავის რიგებში რამდენიმე მილიონ ადამიანს აერთიანებს და მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში მისი დანაყოფები (ლოჟები) ფუნქციონირებს, განსაკუთრებით, აშშ–ში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და სხვ. როგორც ადრე, მასონები არც დღეს გამოირჩევიან მკვეთრი სოციალ–პოლიტიკური, კონფესიონალური და სხვ. ორიენტაციით, ამიტომაც სხვადასხვა სიტუაციებში მათ შეიძლება მხარი სხვადასხვა ძალებს დაუჭირონ. მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, დაუშვებელია მ–ობის როლისა და გავლენის გაზვიადება და სხვადასხვა სოციალურ–პოლიტიკური მითების შქმნა ე.წ. მასონების „მსოფლიო შეთქმულების“ შსახებ.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი