რიტუალი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Ritual

ცერემონიული ხასიათის მოქმედებათა სტანდარტული და მყარი თანამიმდევრობა. შეიძლება გაგებულ იქნეს სამი აზრით:1. ინდივიდთაშორის ყოველდღიური ურთიერთქმედების პრინციპი, ქცევის ადაპტაციური ფორმა, პიროვნების, ჯგუფის ან დიდი სოციალურ-კულტურული სისტემის ღირებულებითი მახასიათებელი.2. მერტონის თვალსაზრისით, რიტუალიზმი კულტურულ მიზნებსა და მათ მისაღწევ ინსტიტუციურ ნორმებთან ინდივიდის ადაპტაციის ერთ-ერთი ტიპია. რ. ადაპტაციის ისეთი ფორმაა, როცა ინდივიდისთვის კულტურული მიზნები მიუღებელი ხდება, მაგრამ მათი მისაღწევი ინსტიტუციური წესებისა და ნორმების შესრულებას მაინც აგრძელებს. მერტონი რ-ს ასე ხსნის: წარმატების მისაღწევად დაწესებული რუტინული პროცედურების მიმდევარი ინდივიდი თავს დაცულად გრძნობს; მარცხში კიდევაც რომ იყოს დარწმუნებული, ინსტიტუციურ მოდელთან თვით ეს შესაბამისობა იცავს მას იმ შფოთისა და ნერვული ჩავარდნებისაგან, რომლებიც შეიძლება პროვოცირებულ იქნეს მიზნის მისაღწევად განხორციელებულ ცდათა წარუმატებლობით.3. ტრადიციული ნორმები და წესები, რომელთა სისტემატური შესრულება აღარ შეესაბამება რეალური ცხოვრების მოთხოვნილებებსა და ღირებულებებს.

კატეგორია: 
ავტორები: