მაკიაველიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Machiavellianism

პოლიტიკური ქცევის ნაირსახეობა, რომელიც დასახული მიზნების მისაღწევად მიზანშეწონილად და გამართლებულად მიიჩნევს პოლიტიკოსის ხელთ არსებული ყველა, მათ შორის უკიდურესად მკაცრი და ვერაგული, საშუალების გამოყენებას. მ–ის ამგვარი ინტერპრეტაცია უკავშირდება ფლორენციელი პოლიტიკური მოღვაწისა და თეორეტიკოსის, ნიკოლო მაკიაველის (1469–1527) სახელს, რომლის პოლიტიკური შრომები დასავლეთის პოლიტიკურ მეცნიერებაში არაერთგვაროვნად, ხოლო საბჭოთა ლიტერატურაში უაღრესად ნეგატიურად იყო შეფასებული. დასავლურ პოლიტიკურ მეცნიერებაში უფრო გავრცელებეულია აზრი, რომელიც მაკიაველის პოლიტიკური მეცნიერების პიონერად მოიხსენიებს. საამისოდ რამდენიმე მიზეზი არსებობს. მაკიაველის დამსახურებაა, უპირველს ყოვლისა ის, რომ მან პოლიტიკური მეცნიერება ჯერარსობის ფორმიდან არსებულისაკენ შემოაბრუნა. სხვაგვარად, რომ ითქვას პლატონიდან წამოსული ტრადიციის საპირისპიროდ, მაკიაველი იკვლევდა არა იმას, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო და პოლიტიკური ცხოვრება, არამედ იმას, თუ როგორია ის რეალურად. გარდა ამისა, მაკიაველის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამსახურებაა პოლიტიკური ეთიკის (და არა მორალურობის პრინციპისა პოლიტიკაში), როგორც პოლიტიკურ მეცნიერებათა სრულუფლებიანი წევრის დაფუძნება. განსხვავებით სტანდარტული ეთიკური თეორიებისაგან, რომლებიც ადამიანის ქცევის შეფასებისას ხელმძღვანელობს ქცევის მოტივებით, მაკიაველის პოლიტიკური ეთიკა ქცევას აფასებს პოლიტიკური შედეგებიდან გამომდინარე. მაკიაველიმ აღადგინა ძველი რომაელების კლასიკური წარმოდგენები პოლიტიკური ღირსების (virtu), როგორც ადამიანთა სოციალური და პოლიტიკური აქტივობის განმსაზღვრელი ერთ–ერთი ძირითადი ფენომენის შესახებ. მისი პოლიტიკური შეხედულებები გადმოცემულია უმთავრესად ორ ნაშრომში – "მთავარში“, რომელიც მონარქიულ სახელმწიფოს ეხება და "ტრაქტატებში“, სადაც განხილვის საგანია რესპუბლიკა.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: