სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც მმართველობის ყველა უმაღლესი ინსტიტუტი ან არჩევითია, ან ყალიბდება საერთო სახალხო წარმომადგენლობითი დაწესებულებების (პარლამენტების) მიერ. რ-ში გარანტირებულია მოქალაქეთა პირადი პოლიტიკური უფლებების დაცვა. ლიტერატურული ტრაციიის მიხედვით, "რესპუბლიკა" თავდაპირველად სახელმწიფოს სინონიმურ ტერმინად გამოიყენებოდა. სწორედ ამგვარად ითარგმნა ლათინურად პლატონის პოლიტიკური ტრაქტატის სახელწოდება. უფრო გვიან, XVII ს-დან რ-ს უწოდებდნენ ისეთ სახელმწიფოს, რომელშიც არ არსებობდა სამეფო ხელისუფლება. თანამედროვე მნიშვნელობა რ-მ გაცილებით გვიან მიიღო, თუმცა, აქაც მედისონი განანსხვავებდა პოლიტიკურ მმართველობას, რომელიც ემყარება წარმომადგონლობითობას (მისი ტერმინოლოგიით, რ-ს) და სახელმწიფოს, რომელშიც ყოველი მოქალაქე პირადად მონაწილეობს მმართველობაში (დემოკრატიას).
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი