Cultural Relativism
თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც, კულტურა შეიძლება გაგებულ იქნეს მხოლოდ მისი საკუთარი ღირებულებებისა და ნორმების მისივე კონტექსტში ანალიზის საფუძველზე. არ არსებობს ე.წ. „სანიმუშო“ კულტურა, ან უნივერსალური ღირებულებები, რომელთა საფუძველზეც გაიზომება ამა თუ იმ კულტურის ვარგისიანობა. შეუძლებელია სხვადასხვა კულტურისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალობის „თარგმნა“ ისეთი ტერმინებით, რომლებიც მისაღები იქნება ყველგან და ყველასთვის. ამ თვალსაზრისის თანახმად, შეუძლებელია კულტურათა შეფასება, როგორც „უფრო მაღალის“ ან „უფრო პროგრესულის“, კულტურები უბრალოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან, ყველა მათგანი უნიკალური და შეუცვლელი ღირებულების მქონეა.
კატეგორია: