კონტენტ–ანალიზი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Content Analysis

რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევის მეთოდი, რომელიც დაკავშირებულია მედიის შინაარსის (ინფორმაციის) შესწავლასთან, როდესაც ხდება მისი კლასიფიკაცია ფორმალიზებული პრინციპით. კ.–ა–ის ობიექტი შეიძლება გახდეს გაზეთების, საჯარო გამოსვლების, ტელე და რადიოგადაცემების, ოფიციალური და პირადი დოკუმენტების, ინტერვიუების, ანკეტის ღია კითხვებზე პასუხების და ა.შ. შინაარსი. დასაწყისში მკვლევრები შეიმუშავებენ კატეგორიათა ჯგუფს (სერიას), ე.წ. „საზრისისეულ ერთეულებს“. ეს ის ერთეულებია, რომელთა არსებობა (ან არარსებობა) აინტერესებს მკვლევარს შესასწავლ საინფორმაციო მასივში (მაგალითად, განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში გამოსული გაზეთის ნომრებში). „საზრისისეული ერთეულები“ (კატეგორიები) შეიძლება იყოს: პიროვნების განსაზღვრული თვისებები, სოციალური სტატუსი, სპეციფიკური სოციალური ურთიერთობები, ინფორმაციის ავტორის პოზიცია და ა.შ. რამდენადაც ერთი და იგივე საზრისისეული ერთეული შეიძლება გამოიხატოს განსხვავებული ენობრივი ხერხებით, საჭიროა განისაზღვროს ამა თუ იმ კატეგორიის კონკრეტული ემპირიული ინდიკატორები. ბოლოს ხდება აღრიცხვის ერთეულების განსაზღვრა, რაც შეიძლება იყოს: მოხმარებული სიტყვის სიხშირე, სტრიქონების რაოდენობა, რომლებიც ეთმობა მოცემული საზრისისეული ერთეულის აღწერას, საგაზეთო სვეტის მოცულობა, გადაცემის ხანგრძლივობა და სხვ. ეს საშუალებას იძლევა, მიღებულ იქნეს განსაზღვრული რაოდენობრივი მონაცემები, რომლებიც დაექვემდებარება კომპიუტერულ დამუშავებასა და სტატისტიკურ ანალიზს. მიღებული შედეგების საფუძველზე შეიძლება დადგინდეს, რა ხასიათის, ღირებულებითი ორიენტაციის, იდეოლოგიის (მსოფლმხედველობის) საინფორმაციო მასალასთან გვაქვს საქმე. კ.–ა–ის პრობლემა ისაა, რომ რთულია როგორც საზრისისეული ერთეულების განსაზღვრა, ასევე გასაანალიზებელი მასალის „მოთავსება“ შესაბამის კატეგორიებში.

კატეგორია: 
ავტორები: