Conversion
ტერმინი ხშირად გვხვდება სამხედრო დანიშნულების, წარმოებისა და ეკონომიკის სხვა დარგების სამოქალაქო დანიშნულების წარმოებაზე გადაყვანის აღსანიშნავად ან პირიქით. (სწორედ ამ მნიშვნელობით გამოიყენებოდა ტერმინი „პერესტროიკის“ ეპოქის საბჭოთა მრეწველობის მიმართ). ის აღნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ომის მოთხოვნილებები ქვეყანას აიძულებს შეკვეცოს სამოქალაქო დანიშნულების მრეწველობა და გაზარდოს სამხედრო მრეწველობა (ან პირიქით). ცივი ომის დასრულების შემდეგ, კ–ს დაექვემდებარა არა მხოლოდ საბჭოთა, არამედ მისი ყოფილი მეტოქეების ეკონომიკაც.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: