სოციალური ნორმებით, სპეციფიკური ტრადიციებით, ქცევით, ცხოვრების სტილით, ურთიერთდახმარებით, ტანსაცმლით, საკვებითა და სხვა თავისებურებებით დაკავშირებული, საერთო შთამომავლობით გაერთიანებულ ადამიანთა (ხშირად – ეთნიკური) ჯგუფი. კ–ის შემადგენლობაში შედის ენდოგამიური თანასწორუფლებიანი წევრებისაგან შემდგარი ნათესაურუ ჯგუფები, ჩამოყალიბებული წარმომავლობის, საერთო საქმიანობის და თავისი წევრების უფლებრივი მდგომარეობის საფუძველზე; კ. იერარქიულად აგებულ სისტემაში ჩართული სოციალური სტრატიფიკაციის ფორმაა, განკერძოებული და დახშული (დახურული) სტრატაა, რომლის წევრობაც დადგენილია; კონტაქტები სხვა სტრატებთან შეზღუდულია, მობილურობა კი – თეორიულად გამორიცხული. ყოველი კ–ის წევრებს მხოლოდ ერთი ტიპის საქმიანობის უფლება აქვთ, თუმცა, საბოლოოდ, კ. მაინც არაეკონომიკური კრიტერიუმებით იქმნება. კ. ძალზე მკვეთრადაა გამოხატული ინდოეთში, სადაც ჯგუფისადმი კუთვნილება მემკვიდრეობითია და შესაძლოა ადამიანმა ვერასოდეს შეიცვალოს. ფართო გაგებით, კ. გულისხმობს საზოგადოებრივ ჯგუფს, რომელიც იცავს თავის განკერძოებულობას, დახშულობასა და ჯგუფურ პრივილეგიებს.
კასტა
Caste
კატეგორია: