Capitulation
ამა თუ იმ სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, როცა მთელი შეიარაღება და ინფრასტრუქტურა მოწინააღმდეგის ხელში გადადის, ხოლო შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა სამხედრო ტყვეების სტატუსს იღებს. კ–ის ნიმუშებად ასახელებენ მეორე მსოფლიო ომში გერმანიისა და იაპონიის მიერ ხელმოწერილ აქტებს, რომლის მიხედვითაც, ორივე ეს სახელმწიფო თავის სრულ მარცხს აღიარებდა და თანხმდებოდა იმ პირობებზე, რომელთაც მათ გამარჯვებული მხარე უყენებდა. ტერმინი შეიძლება გამოიყენებოდეს არასამხედრო თვალსაზრისითაც და აღნიშნავდეს რადიკალურ დათმობას.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: