Index
სპეციალურად შექმნილი რაოდენობრივი მაჩვენებელი, რომელიც აღნიშნავს კავშირს, ინდიკატორების კომბინაციას, გარკვეული ჰიპოთეზის შემოწმებისა და დასაბუთების საშუალებაა. ი–ის მეშვეობით დგინდება დასაკვირვებელი ერთეულის მდგომარეობა სკალაზე. იგი რაღაც რიცხვია და არ შეიცავს საკვლევი ობიექტის თვისებრივ განსაზღვრებებს, ანუ თვისებრივად ვერ ახასიათებს შესასწავლ ობიქეტს. იგი გარკვეულწილად იძლევა თვისებრივი მახასიათებლის დაყვანას რაოდენობრივ განსაზღვრულობაზე და ხასიათდება ტერმინებით „მეტი“, „ნაკლები“, „უფრო ძლიერი“, „უფრო სუსტი“.
კატეგორია: