ეროსი და თანატოსი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Eros and Thanatos

ფროიდის თეორიაში ძირითადი ინსტინქტები. ე. აღნიშნავს თვითშენახვაზე მიმართულ ინსტინქტთა ერთობლიობას. ეს სახელწოდება მოდის სიყვარულის ბერძნული ღმერთის სახელიდან, სადაც იგი სასიცოცხლო ძალების გამაერთიანებელი და სულიერების მიმნიჭებელი უმაღლესი სათნოებაა. ასეთ ინსტინქტთა ერთობლიობას მიეკუთვნება სექსუალური ინსტინქტებიც. ფსიქოანალიზში ე-ის ცნებას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს: სექსუალური ლტოლვა ან ლიბიდო, სექსუალობა, როგორც ასეთი, სიყვარული, ამ სიტყვის ვიწრო და ფართო მნიშვნელობით, სიცოცხლის ინსტინქტი. თანამედროვე ფსიქოანალიზურ ლიტერატურაში ე-ის ცნება გამოიყენება ცნებების - „ლიბიდოსა“ და „სიყვარულის“ გვერდით. ყველაზე ხშირად გამოიყენება თ-თან დაპირისპირების კონტექსტში, რომელიც სიკვდილისკენ ლტოლვის აღმნიშვნელი ტერმინია (ბერძნ. სიკვდილი) და ე-ის ანალოგიით ეწოდა. ეს ტერმინი ფროიდის გვიანდელ შრომებში გამოჩნდა. ფროიდის დუალისტური კონცეფციის თანახმად, სიცოცხლისა და სიკვდილისაკენ (ნგრევისაკენ, აგრესიისაკენ) ლტოლვა ადამიანის პირველადი ურთიერთდაპირისპირებული ლტოლვებია. თ. თეორიულად განზოგადებული სიკვდილის ინსტინქტთა კონცეპტის შემადგენელია და თავს იჩენს ქცევის გარკვეულ მოდელებში (სიამოვნების უარყოფა, მისგან გაქცევა, დესტრუქციისკენ, აგრესიისკენ ლტოლვა).

კატეგორია: 
ავტორები: