ერთობა (სოციალური)

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Unity (Social)

ადამიანთა შედარებით მყარი ერთობლიობა, რომელიც გამოირჩევა მეტ-ნაკლებად ერთნაირი ნიშნებით (ცხოველმოქმედების ყველა ან ზოგიერთი ასპექტით), ცხოვრების პირობებითა და წესით, მასობრივი ცნობიერების, სოციალური ნორმების, ღირებულებითი ორიენტაციებისა და ინტერესების განსაზღვრული ერთიანობით. სხვადასხვა სახეებისა და ტიპების ე-ები - ეს არის ადამიანთა ერთობლივი ცხოველმოქმედების, ადამიანური თანაცხოვრების ფორმები.

სოციალური ინსტიტუტებისა და ორგანიზაციებისაგან განსხვავებით, ე-ები არ იქმნება ადამიანთა შეგნებული მოღვაწეობით, არამედ ყალიბდება საზოგადოებრივი განვითარების ობიერქტურ მსვლელობაში ადამიანთა ცხოველმოქმედების ერთობლივი ხასიათის ზემოქმედებით. ერთი რიგის ე-ები უშუალოდ წარმოიშობა საზოგადოებრივი წარმოებით (საწარმოო კოლექტივი, საზოგადოებრვი კლასი, სოციალურ-პროფესიული ჯგუფები); მეორენი აღმოცენდებიან ეთნიკურ საფუძველზე (ხალხები, ერები). მესამე სახის სოციალურ -დემოგრაფიული ე-ის საფუძველია ბუნებრივ-დემოგრაფიული ფაქტორები - სქესი, ასაკი.

ისტორიულად, ე-ის პირველი სახეები იყო ისეთი გაერთიანებები, როგორიცაა ოჯახი, გვარი, თემი, ტომი, რომელთა წამოქმნის ობიექტურ საფუძველს შეადგენდა სისხლით ნათესაობითი ე. და ერთობლივი საწარმოო მოღვაწეობა, აგრეთვე იმ პირიბებში აღმოცენებული საერთო ეთნიკური ნიშნები. მაგალითად, თემი წარმოადგენდა ადრინდელი, გვაროვნული სისხლით ნათესაობის საწყისებზე წარმოქმნილ სოციალური ორგანიზაციის პირველ ფორმას.

სოციალურ ე-ად ადამიანთა ერთობლიობა ყალიბდება მაშინ, როცა მათ შეუძლიათ გააცნობიერონ თვიანთი პირონების ერთგვარობა, გამოავლინონ მათ მიმართ დამოკიდებულება და ამასთან დაკავშირებით გამოიმუშაონ მეტ-ნაკლებად ნათელი გაგება იმისა, თუ ვინ არის „თავისი“ და ვინ „უცხო“, განასხვაონ „ჩვენ“ და „ისინი“. შესაბამისად აღმოცენდება საკუთარი ინტერესების ერთოანობის გაგება სხვა ე-ებთან მიმართებით.

კატეგორია: 
ავტორები: