Empathy
გაგება უნარი იმისა, რომ გაგებულ იქნეს სხვა ადამიანთა ქცევა და ატიტუდები, რომდენადაც ისინი საკუთარ გამოცდილებაში შეიძლება არსებობსდეს. სიმბოლური ინტერაქციონისტები (ჯორჯ მიდი და სხვ.) ე-ს განიხილავენ, როგორც სხვათა როლების ათვისების პროცესს, რაც სოციალიზაციის არსს შეადგენს. ე-ის შინაარსი ვებერთან მოიაზრება ცნებაში „ფერშტეენ“ (verstehen), რომელიც ნიშნავს გაგებას და თანაგანცდის მეშვეობით უზრუნველყოფს სხვათა ემოციური (არარაციონალური) ქმედებების საზრისთა ადეკვატურ წვდომას. ინტერაქციონისტებს სჯერათ, რომ ე-ის განხორციელება თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებითაა შესაძლებელი. თუმცა, ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ე. სხვათა ქმედებებზე ობიექტური დაკვირვების შესაძლებლობას ამცირებს.
კატეგორია: