Emergent Properties
ტალკოტ პარსონის მიერ სოციალურ სისტემათა ანალიზისათვის შემოტანილი ცნება. იგი აღნიშნავს სოციალური სიტემების ნებისმიერ თვისებას, რომელიც არ შეიძლება მარტივად აიხსნას მისი წარმოშობის ან შემადგენელი ნაწილების მიხედვით იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ მთელი გაცილებით მეტია, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი. ე.თ. არარედუცირებადია, ანუ არ დაიყვანება სოციალურ მოვლენათა ბიოლოგიურ ან ფსიქოლოგიურ მახასიათებლებზე. აღნიშნული ცნება დამახასიათბელია ზოგადად ფუნქციონალური სოციოლოგიისათვის, რათა ხაზი გაესვას სოციოლოგიის დამოუკიდებლობას სხვა მეცნიერებებისაგან.
კატეგორია: