ელიტიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Elitism

კონცეფცია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მართვა უნდა იყოს და პრაქტიკულად არის კიდეც „პოლიტიკური კლასის“ ანუ პოლიტიკური მართვის ხელოვნებაში კომპეტენტური ხალხის საქმე. ელიტისტური კონცეფციები ზოგ შემთხვევაში ეჭქვეშ აყენებს ხალხის მიერ ხელისუფლების კონტროლის მართლზომიერებასა და მიზანშეწონილობას, ხოლო ზოგჯერ კი პრაქტიკულ რეალურობას. პირველად ამგვარ იდეას ვხვდებით პლატონის „სახელმწიფოში“. ელიტისტური კონცეფციების დეტალური დამუშავება უკავშირდება XX საუკუნის (დასაწყისში და შუა პერიოდის) ისეთი ავტორების სახელებს, როგორებიცაა გაეტანო მოსკა, ვილფრედ პარეტო და იოზეფ შუმპეტერი. ამ ავტორთა ელიტისტური კონცეფციების სპეციფიკას წარმოადგენს იმ იდეის გატარება, რომ ე. სავსებით შეთავსებადია დემოკრატიული სახელმწიფოების ბუნებასთან, რაც პოლიტიკურ ლიტერატურაში არაერთგვაროვნადაა შეფასებული: ზოგს მიაჩნია, რომ ე. პრინციპულად ვერ ეგუება დემოკრატიის იდეალებს, ხოლო სხვებს მიაჩნიათ, რომ ე-მა გააფართოვა ჩვენი სტანდარტული წარმოდგენები დემოკრატიაზე. (იხ. აგრ. ელიტა).    

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: