1. ფართო მნიშვნელობით - ყველა ის ადამიანი, რომელიც ფლობს საარჩევნო უფლებასა და შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამა თუ იმ დონისა და ტიპის არჩევნებში. 2. ამომრჩეველთა ის ნაწილი, რომელიც, ჩვეულებრივ, ხმას აძლევს ამა თუ იმ პარტიას, ორგანიზაციას, მის წარმომადგენლებს ან რომელიმე დამოუკიდებელ დეპუტატს. ე-ის რაოდენობა პირველ შემთხვევაში დამოკიდებულია ქვეყნის მოსახლეობაზე, აგრეთვე იმაზე, თუ რომელ არჩევნებზეა საუბარი -საერთო სახელმწიფოებრივ, ფედერაციის სუბიექტებისა თუ ადგილობრივი ორგანოების; საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ მუნიციპალურზე. მეორე შემთხვევაში მისი რაოდენობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის თუ პიროვნების ამომრჩეველთა გავლენაზე და ამომრჩევლების მზადყოფნაზე - მხარი დაუჭირონ შესაბამის კანდიდატებს. ე-ის გაზრდა დეპუტატების კანდიდატების, მათი პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების მთავარი მიზანია.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი