Ethnopolitics
სახელმწიფოს მიერ წარმოებული პოლიტიკა საკუთარ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნოსების მიმართ. ეთნიკურად სტერილური არც ერთი სახელმწიფო არ არის. ყოველ ეროვნულ სახელმწიფოში, დომინანტური ერის გარდა, როგორც წესი, არსებობენ ეთნიკური უმცირესობები. სახელმწიფოთა დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების მიმართ განსხვავებულია ეპოქებისა და თავად სახელმწიფოების სპეციფიკის მიხედვით. არასწორად წარმართული ე. შეიძლება იქცეს ეთნოკონფლიქტების და, მაშასადამე, თავად სახელმწიფოსათვის არაერთი მწვავე პრობლემის წყაროდ.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: