ერთიმეორის მიყოლებით წაქცეული დომინოს ქვებისა და სახელმწიფოების მეტაფორული ანალოგია, რომელიც აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში XX ს-ის 50-იან და 60-იან წლებში გახდა პოპულარული. ამ თეორიის მიხედვით, დომინოების, იმავე სახელმწიფოების, წაქცევის მიზეზი საერთაშორისო კომუნიზმი იყო, რომელიც საზღვრების მიუხედავად ფართოვდებოდა. ამიტომაც დაუშვებელი იყო რომელიმე სახელმწიფოში კომუნიზმის გამარჯვება. დ.თ-ის მომხრეები განსაკუთრებულ ყურადღებას ვიეტნამისა და ინდოჩინეთის კომუნიზმისგან დაცვას აქცევდნენ. დ.თ-ს კომუნიზმის როლის გაზვიადებისა და სახელმწიფოთა შიდა პოლიტიკის სხვა ფაქტორების იგნორირების გამო აკრიტიკებენ.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი