საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ამა თუ იმ ტერიტორიაზე სამხედრო გამაგრებათა და შენობა–ნაგებობათა ლიკვიდაცია, მასზე სამხედრო ბაზებისა და შეიარაღებული ძალების განლაგების აკრძალვა, რაც ხშირად მიზნად ისახავს ტერიტორიული დავის შეჩერებას. გამონაკლისი შეიძლება დაიშვას იმ სამხედრო ძალებისათვის, რომლებიც მშვიდობის დაცვას ემსახურებიან (მაგ., გაეროს სამშვიდობო ძალები). მთლიანად დემილიტარიზირებულია ანტარქტიკა, ალანდის კუნძულები, შპიცბერგენი, მთვარე და სხვა კოსმოსური სხეულები, ხოლო ნაწილობრივ – აფრიკა, ლათინური ამერიკა და სხვა. დემილიტარიზებული ტერიტორია ზოგჯერ ნეიტრალურ ზონად ცხადდება, ე.ი. იკრძალება მისი გამოყენება საომარი მოქმედების ასპარეზად. ამასთანავე, ის ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს დემილიტარიზებული ზონა, როგორც წესი, ნეიტრალურ, ანდა მიუმხრობელ საგარეო პოლიტიკას უნდა ატარებდეს.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი