Demarche
ერთი სახელმწიფოს ხელისუფლების ან დიპლომატიური წარმომადგენლობის დემონსტრაციული დიპლომატიური ქმედება მეორე სახელმწიფოს ხელისუფლების მიმართ. დ–ის კონკრეტული შინაარსი სხვადასხვა ხასიათისა შეიძლება იყოს. მაგ.: თხოვნის, პროტესტის, წინადადების, შეთავაზებისა და სხვ. დ. ხორციელდება ნოტის, მემორანდუმის ან განცხადების ფორმით. თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ პრაქტიკაში ტერმინმა შეიძინა მწვავე პოლიტიკური განცხადების ან აქციის მნიშვნელობა.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: