Memorandum
დიპლომატიური დოკუმენტი ან მიმოწერის ფორმა, რომელიც გამოხატავს ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე სახელმწიფოს, პოლიტიკური მხარის პოზიციას. მ., როგორც წესი, აღწერს საქმის ფაქტობრივ ან იურიდიულ მხარეს, დაერთვის ნოტას ან დამოუკიდებელი სახით გადაეცემა მეორე სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენელს. მას თან არ ახლავს ნოტისათვის დამახასიათებელი თავაზიანი ფორმულირებები, არა აქვს ხელმოწერა და ბეჭედი. (იხ. დემარში)
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: