სულ ცოტა, ორი დაპირისპირებული აქტორის შეჯიბრი საკუთარი შეიარაღების გაზრდის მიზნით. გ.შ-ის საბაზისო პროცესს წარმოადგენს აქცია-რეაქციის მოდელი. იგი უმეტეს შემთხვევაში ომის წინმსწრები პროცესია. მაგ., პირველი მსოფლიო ომის წინ აღინიშნებოდა გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის კონკურენცია სამხედრო-საზღვაო ფლოტის მშენებლობაში. ხანგრძლივი კრიზისის დროს (კერძოდ, ისრაელისა და არაბული ქვეყნების კონფლიქტი) გ.შ. ცოტად თუ ბევრად დროში გაწელილი პროცესია. სსრკ-სა და აშშ-ს შორის ცივი ომის პერიოდში მიმდინარე გ.შ-ს თან სდევდა ტექნიკური პროგრესი და ტექნოლოგიური მიღწევები სამხედრო მრეწველობაში, ასევე ახალ-ახალი სახეობის მასობრივი განადგურების იარაღის შექმნა. მიუხედავად ამისა, გ.შ. არ არი არც აუცილებელი და არც საკმარისი პირობა ომის დაწყებისთვის. ზოგის აზრით, პირიქით, სწორედ შეიარაღბებს შორის ბალანსი იყო ბირთვული ომის მთავარი შემკავებელი ფაქტორი.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი