რეგიონები, რომელზეც სხვა სახელმწიფოს კონტროლის პრეტენზია აქვს. გაბატონებული სახელმწიფო თავისი გავლენის რეგიონში სხვა დიდი სახელმწიფოების სამხედრო და პოლიტიკურ საქმიანობასა და გ.ს–ში მოქცეული ქვეყნების დამოუკიდებლობას ზღუდავს. გ.ს–ის სტატუსს ხშირად არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი არ განსაზღვრავს. XIX ს–ის მიწურულისა და XX ს–ის განმავლობაში გ.ს–ად დაყოფა საერთაშორისო პოლიტიკის ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო. გ.ს–ს ხანდახან კონტროლის სფეროებადაც ნათლავენ, რადგან ამ ორ ცნებას შორის საზღვრის გავლება ძნელია. ხანდახან გ.ს–ს პასუხისმგებლობის სფეროს უწოდებენ. გ.ს–ის საპირისპირო პოლიტიკა „ღია კარის“ სახელწოდებითაა ცნობილი.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი