აქცია, რომელიც გამორიცხავს მოწინააღმდეგე მხარის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის ტვირთის შეტანასა და ცოცხალი ძალის შეყვანას, ასევე - იქიდან რაიმეს გამოტანასა და ხალხის გამოყვანას. განარჩევენ სახმელეთო და საზღვაო ბ-ს, თუმცა ბ-ის განხორციელებაში შეიძლება მონაწილეობა მიიღოს საჰაერო ძალებმაც. ბ. მიეკუთვნება საგარეო პოლიტიკის უკიდურეს ეკონომიკურ საშუალებას, რომლის განხორციელებაში მონაწილეობს სამხედრო ძალები. როგორც წესი, ბ. ხორციელდება ომის პერიოდში და მიზნად ისახავს მოწინააღმდეგის ძალებისა და მოსახლეობის რესურსებისა და სურსათის გარეშე დატოვებას. თუმცა, არცთუ იშვიათად, ბ. შეიძლება მშვიდობიან დროსაც განხორციელდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში საერთაშორისო სამართლით მისი განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით. მშვიდობიან დროს ცალკე სახელმწიფოს ინდივიდუალური ბ-ის განხორციელების უფლება არა აქვს.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი