Manifest and Latent Functions
ამგვარი დაყოფა ეკუთვნის რობერტ მერტონს. იგი, ერთი მხრივ, საუბრობს ,,იმ ობიექტურ შედეგებზე, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ სისტემის რეგულირებასა და შეგუებადობაში და რომლებიც, ამავე დროს, შედიოდნენ სისტემის მონაწილე სუბიექტების განსაზღვრაში და მათ მიერ ცნობიერდებოდნენ“ (აშკარა ფუნქციები), ხოლო, მეორე მხრივ, გამოყოფს იმ ობიექტურ შედეგებს, რომლებიც არ შედიოდნენ სისტემის მონაწილე სუბიექტების განზრახვაში და ხდებოდა მათი გაცნობიერება (ლატენტური ანუ ფარული ფუნქციები). მაგალითად მოაქვს ინდიელ ტომებში გავრცელებული წვიმის ცეკვის რიტუალი, რომლის დანიშნულებაა წვიმის გამოწვევა (აშკარა ფუნქცია), თუმცა ამ რიტუალს მოაქვს აგრეთვე სოციალური ინტეგრაციის ზრდა, რომელიც სულაც არ განუზრახავთ მონაწილეებს (ლატენტური ფუნქცია).
კატეგორია: