საერთაშორისო ურთიერთობების ორ აქტორს შორის ისეთი დამოკიდებულება, როცა ერთი მათგანის მოქმედებას დაუყოვნებლივ მოსდევს მეორის პასუხი. ტერმინი უფრო ხშირად გამოიყენება კონფლიქტური სიტუაციების თამაშთა თეორიის ან ქცევის ფსიქოლოგიის კუთხით ანალიზისას. ა-რ-ის მაგალითია გამალებული შეიარაღება. კერძოდ, ა სახელმწფო რეაგირებს ბ-ს შეიარაღების ზრდაზე იმით, რომ ზრდის სამხედრო ხარჯებს. ბ აცნობიერებს, რომ ა-ს მოქმედება იყო პასუხი მის მოქმედებაზე, მაგრამ იმავდროულად თვლის, რომ ა-ს რეაქცია საფრთხეს უქმნის მის უშიშროებას და თვითონაც ზრდის საკუთარ სამხედრო ბიუჯეტს. ტერმინი ა-რ გვხვდება გადაწყვეტილების მიღების სისტემაშიც, სადაც იგი ზოგჯერ ტერმინ შესავალ-გამოსავლით იცვლება.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი