Annexation
სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ან მისი ნაწილის მითვისება ძალით ან მისი გამოყენების მუქარით. XX ს-ის დასაწყისამდე ა. განიხილებოდა გამარჯვებული სახელმწიფოს კანონიერ უფლებად. გაეროს წესდებით, ძალის გამოყენებისა და დამუქრების აკრძალვასთან ერთად უკანონოდ გამოცხადდა ა-ც. თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ა., როგორც ტერიტორიის შეძენის ფორმა, უკანონო ქმედებად არის მიჩნეული.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: