ავტარკია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Autarchy

ერთი მნიშვნელობით თვითმმართველობას ნიშნავს. უფრო ხშირად კი ამ ტერმინით აღინიშნება სახელმწიფოს ან რეგიონის თვითდაკმაყოფილება საგარეო ვაჭრობის არარსებობის პირობებში. სრული ავტარკია შეუძლებელია. ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ადამიანთა საზოგადოებაში მუდმივად ხდებოდა ნაწარმისა და მომსახურების გაცვლა, ინდუსტრიალიზაციის პირობებში კი საერთაშორისო ვაჭრობა და ეკონომიკური კავშირები აუცილებელი და გარდაუვალი გახდა. XIX ს-ის ბოლო მესამედი და XX ს-ის დასაწყისი მკვლევართა მიერ შეფასებულია როგორც სახელმწიფოთაშორისი ურთიერთდამოკიდებულების სისტემა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბოლშევიზმისა და ფაშიზმის გამარჯვებამ შეცვალა აღნიშნული სისტემა და ხელი შეუწყო ნაწილობრივი ა-ის განვითარებას ზოგიერთ ქვეყანაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი ბრეტონ-ვუდსის ლიბერალური ეკონომიკის პირობებში ა. იშვიათ და არაეფექტურ მოვლენად იქცა. თანამედროვე გლობალიზაციის ეპოქაში ა. ანაქრონიზმად აღიქმება. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში ხდება ა-კენ სწრაფვა ან მისი ხელშეწყობა. კერძოდ, ევროკავშირი ატარებს სპეციალურ პოლიტიკას, რომლის მიზანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით თვითდაკმაყოფილებაა.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: