ჩვეულება, ჩვეულებითი სამართალი ისლამის აღმსარებელ ხალხებში. მომდინარეობს გვაროვნული წეს-წყობილებიდან. აწესრიგებს საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ მხარეს (სათემო მართვა-გამგეობა, საოჯახო ურთიერთობანი, სისხლიანი კონფლიქტები და ა.შ.). ა. დაუწერელი ნორმაა, რომელმაც სავალდებულო ძალა მოიპოვა. იგი იცვლებოდა საზოგადოების განვითარების შესაბამისად, ძირითადად თემისა და ადათური სასამართლოების გადაწყვეტილებათა საფუძველზე. ისლამის ხანაში ა. დაუპირისპირდა შარიათს. მან გავლენა მოახდინა ისლამის სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებაზე, თუმცა იგი არ ითვლება მუსლიმანური სამართლის ოფიციალურ წყაროდ. ისლამმა დაუშვა და შეიწყნარა ზოგი ა., რომელიც არ ეწინააღმდეგებოდა შარიათს და ავსებდა მის ხარვეზებს. თავის მხრივ, ა-მაც, განიცადა შარიათის გავლენა.
ადათი
Custom
კატეგორია: