ტალკოტ პარსონსის მიერ შემოტანილი თეორიული კონსტრუქცია. აღნიშნავს ნებისმიერი სუციალური ურთიერთქმედების (სოციალური სისტემების) მოთხოვნილებებს, რომელთა დამოკიდებულება აუცილებელია სისტემის თვითშენახვისა და ფუნქციონირებისათვის. პარსონსი მიუთითებს ოთხ ასეთ ფუნქცინალურ მოთხოვნილებაზე 1. ადაპტაცია (A: adaptation) მოითხოვს, ნებისმიერი სისტემა ადაპტირდეს გარემოსთან; 2. მიზნის მიღწევა (G: goal-attainment მოითხოვს, ყველა სისტემა ფლობდეს საკუთარი რესურსების მობილიზების საშუალებებს, რათა განახორციელოს მიზნები და უზრუნველყოს კმაყოფილება; 3. ინტეგრაცია (I: integration) მოითხოვს, ყველა სისტემამ შეინარჩუნოს (დაიცვას) საკუთარი ნაწილების შინაგანი კოორდინაცია და განავითაროს დევიაციის დაძლევის გზები; 4. ლატენტურობა (L: latency). ყველა სისტემამ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა შეინარჩუნოს წონასწორობა, ანუ უნდა გამოიმუშაოს საკმარისი მოტივაცია ამოცანების შესასრულებლად. ეს კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ იარსებებს „ღირებულებითი ეტალონები“, რომელთა შესრულება სასიცოცხლოდ აუცილებელია ნებისმიერი სისტემისათვის. პარსონსი ამ მოთხოვნას „ეტალონურ მხარდაჭერასაც“ ("pattem maintenance”) უწოდებს.
აგილი
Agil
კატეგორია: