სიღარიბის ფემინიზაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Feminisation of Poverty

მსოფლიოს უღარიბესი მოსახლეობის - იმ 1.5 მილიარდი ადამიანის, რომელიც დღეში 1 დოლარზე ცხოვრობს - უმრავლესობა ქალია. უკანასკნელი წლების მანძილზე ქალთა სიღარიბის მაჩვენებელი კაცებთან შედარებით გაიზარდა. სწორედ ამ ფენომენს უწოდებენ „სიღარიბის ფემინიზაციას“. სიღარიბეში მცხოვრები ქალებისთვის ხელმისაწვდომი არ არის ისეთი რესურსები, როგორიცაა მიწა ან საკუთრება, რომელსაც კაცები მემკვიდრეობით იღებენ; გარდა ამისა, ღარიბ ოჯახებში ქალებს (გოგონებს) უფრო ნაკლებად მიუწვდებათ ხელი განათლებაზე, ვიდრე მათი ოჯახის წევრ მამაკაცებს (მსოფლიოში წერა-კითხვის არმცოდნეთა ორი მესამედი ქალია); ქალებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ანაზღაურებად სამსახურზე და მათი შრომა უფრო ნაკლებად ანაზღაურდება, ვიდრე მამაკაცებისა იმავე სოციალურ ფენაში. აქედან გამომდინარე, ქალებს ნაკლებად აქვთ იმის რესურსი, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესონ. ამასთან, ქალების სიღარიბესთან პირდაპირ არის დაკავშირებული ბავშვების სიღარიბე - რაც უფრო მეტი ქალი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, მით მეტია ბავშვიც, რომლებიც იმავე პირობებში იზრდებიან.

შესაბამისად, მთელ მსოფლიოში სიღარიბის დასაძლევად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალთა გაძლიერების საკითხს, რათა მათ შეძლონ, უპირველეს ყოვლისა, სიღარიბესა და შიმშილს დააღწიონ თავი. სიღარიბის დაძლევის შესაძლებლობა რეალური გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქალებს მიეცემათ წვდომა ეკონომიკურ და საგანმანათლებლო რესურსებზე. პეკინის კონფერენციის (1995) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ მთავრობების მიერ სიღარიბის გენდერული განზომილების აღიარებაა, რის შედეგადაც მათ გამოხატეს სიღარიბის აღმოსაფხვრელად შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მზაობა, განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრებ ქალებთან მიმართებით.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

UN Women: The Feminization of Poverty, available at: http://www.un.org/womenwatch/daw/followup/session/presskit/fs1.htm

კატეგორია: 
ავტორები: