ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 2005 წლიდან არის თსუ-ს პროფესორი და კითხულობს კურსებს სამივე საგანმანათლებლო საფეხურზე. პროფესორი ხეჩუაშვილის კვლევითი გამოცდილება უკავშირდება ფსიქოლოგიის, მედიისა და სოციალურ კვლევებს. მისი პროფესიული და კვლევითი ინტერესებია: ნარატიული იდენტობა, პოსტტრამვული ზრდა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან თანამშრომლობს 2004 წლიდან სხვადასხვა პროექტების ფარგლებში. მათ შორისა: „სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განვითარება თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე“, რომლის ფარგლებშიც კითხულობდა კვლევის მეთოდების კურსს თსუ-ს დოქტორანტებისთვის; მედია მონიტორინგისა და მთარგმნელობითი პროექტები, და ცენტრის ონლაინ ჟურნალის „კავკასიის სოციალურ მეცნიერებათა მიმოხილვა“ ადმინისტრირება. 2013 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს ცენტრის გამოყენებითი სოციალური კვლევების პროგრამის აქტივობებში.