გამოიყენება ერთსა და იმავე ცდის პირებისგან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღებული რამოდენიმე საშუალოს შესადარებლად. ტერმინი განმეორებითი გაზომვები (repeated measures) ნიშნავს, რომ ცდის პირი მონაწილეობს ექსპერიმენტის ყველა პირობაში. მაგალითად, როცა იზომება ცდის პირებზე ალკოჰოგოლის მოქმედება, მაგრამ გასათვალისწინებელია ის რომ, ზოგ ცდის პირს შეუძლია დიდი რაოდენობის ალკოჰოგოლის მიღება შედეგის გარეშე, ზოგზე კი ერთი ჭიქის დალევაც საგრძნობლად მოქმედებს. განმეორებით ერთფაქტორიან ANOVA-ში როგორც წესი, შესამოწმებელია სიმრგვალეობა. ეს საჭიროა მაშინ, როცა ფაქტორის დონეების რაოდენობა ორზე მეტია. სიმრგვალეობა იზომება მაუჩლის ტესტით (Mauchly's Test).
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა