უილკოქსონის ნიშნიანი რანგების ტესტი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Wilcoxon Signed Rank Test

გამოიყენება ორი დამოკიდებული შერჩევის (წყვილების) შესადარებლად. ყველაზე ხშირად დამოკიდებული შერჩევები მიიღება ერთსა და იმავე ობიექტების გაზომვისას დროის სხვადასხვა მომენტში, სხვადასხვა პირობის დროს (ფაქტორის მოქმედებამდე და ფაქტორის მოქმედების შემდეგ), ერთსა და იმავე პირების სხვადასხვა მახასიათებლის გაზომვისას.

მაგალითი: ჰიპოთეზის თანახმად, მუსიკის ტემპი გავლენას ახდენს ქცევის სისწრაფეზე. ჩატარდა შემდეგი კვლევა: ორი დღის განმავლობაში კაფეში აკვირდებოდნენ ერთსა და იმავე 10 კლიენტის სადილობას მუსიკის ფონის ორი განსხვავებული პირობის შემთხვევაში: პირველ დღეს ნელი მუსიკის დროს და მეორე დღეს სწრაფი მუსიკის დროს. ჩაიწერეს თითოეული ცდის პირის მიერ მუსიკის თითოეულ პირობაში წუთში მიღებული ლუკმების რაოდენობა და მიიღეს შემდეგი მონაცემები:

 მუსიკის ტემპი

       სწრაფი                253      5143324     3

  ნელი                   89644283364

სხვაობა       -6-4-3  1     -32     -5     0      -1-2-1

სხვაობის აბს. მნიშ.  643     1      3250  1      2     1

     რანგი   10-    8-   6.5-  2+   6.5-   4.5+  9-    2-   4.5-  2

R+=6.5, ....R-=48.5

სადაც ინდექსი ”+” და ”-” შეესაბამება სხვაობის (d) ნიშანს. ახდენს თუ არა გავლენას მუსიკის ტემპი მიღებული ლუკმების განაწილებაზე? კრიტერიუმის სტატისტიკა T=min (R-, R+) =min (6.5, 48.5)=6.5. კრიტიკული მნიშვნელობა, როცა α=0.05 (იხ. ცხრილი T-ს კრიტიკული მნიშვნელობები უილკოქსონის კრიტერიუმში) T (ნულისგან განსხვავებული სხვაობების რაოდენობა) =T0.05(10)=8 ნულოვან ჰიპოთეზას უარყოფენ, თუ სტატისტიკის გამოთვლილი მნიშვნელობა ნაკლებია კრიტიკულ მნიშვნელობაზე. ამ შერჩევაზე დაყრდნობით გადავწყვეტთ, რომ მუსიკა ახდენს გავლენას (6.5 <8).

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: