ომი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
War

ორგანიზებული შეიარაღებული ბრძოლა, რომელსაც შეიძლება აწარმოებდნენ სახელმწიფოები, ეროვნულ–განმათავისუფლებელი ბრძოლის მონაწილე ხალხები, ასევე სახელმწიფოს შიგნით მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის მხარეები ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. თანამედროვე საერთაშორისო სამართალი აგრესიულ ომს საერთაშორისო დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევს. განასხვავებენ სამართლიან (მართლზომიერ) ო–სა (ასეთებია, მაგ., ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვა აგრესიის წინააღმდეგ, ომი კოლონიზატორთა წინააღმდეგ, თვითგამორკვევის უფლების განხორციელებისათვის) და უსამართლო (არამალთზომიერ) ომებს (მაგ., აგრესია, კოლონიური ომები). ომს თან ახლავს რიგი სამართლებრივი შედეგები: მეომარ სახელმწიფოთა შორის დიპლომატიურ და სხვა ურთიერთობათა გაწყვეტა, საერთაშორისო ხელშეკრულებათა გაუქმება და ა. შ. თანამედროვე საერთაშორისო სამართლით ომი აკრძალულია. აიკრძალა არა მარტო ომის დაწყება, არამედ ნებისმიერი სახის სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა ზომების გამოყენება ამა თუ იმ სახელმწიფოს დაპყრობის ან მისი პოლიტიკური დაქვემდებარების მიზნით. ნიურნბერგისა და ტოკიოს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალების წესდებებითა და გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებით, აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება და გაჩაღება საერთაშორისო დანაშაულად არის აღიარებული.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: