სხვაობა ხელფასში

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Wage Gap

ტერმინი „სხვაობა ხელფასში“ სამუშაოზე მამაკაცისა და ქალის ანაზღაურებას შორის განსხვავებას გულისხმობს. ძირითადად, მამაკაცის ხელფასი მნიშვნელოვნად აღემატება ქალების ანაზღაურებას. ფემინისტი მკვლევრების მტკიცებით, ეს ტენდენცია სამუშაო ადგილებზე ქალების გენდერული ნიშნით სისტემური დისკრიმინაციით არის განპირობებული. არსებობს, ასევე, აზრი, რომ  განსხვავება გამოწვეულია სამუშაოს არჩევისას ქალისა და მამაკაცის განსხვავებული გადაწყვეტილებებით .

სტატისტიკური მონაცემებით, მთელ მსოფლიოში ქალები კაცი კოლეგების ხელფასზე  17%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ. მკვლევრები ბარბარა რასკინი და ირენ პადევიჩი ამის მიზეზად სამუშაო ადგილებზე სქესობრივ სეგრეგაციას  ასახელებენ, რაც  ქალებისა და კაცების განსხვავებულ სამუშაო ადგილებზე დასაქმების ტენდენციას გულისხმობს. ტიპურად ქალურ და მამაკაცურ სამუშაოებს შორის ძირითადი განსხვავება ანაზღაურებაში გამოიხტება. სტერეოტიპულად „მამაკაცურ“ სამუშაოზე ანაზღაურება მეტია, ვიდრე „ქალურ“ სამუშაოზე, ამის მიზეზად სახელდება ის, რომ შრომის ბაზარზე მეტად დაფასებულია საქმიანობები, რომლებიც სტერეოტიპულად მამაკაცურად ითვლება და გაუფასურებულია ზრუნვას, აღზრდასა და სერვისის მიწოდებაზე ორიენტირებული სფეროები, სადაც, ძირითადად, ქალები არიან დასაქმებულნი..

პაულა ინგლენდი ქალსა და კაცს შირის ხელფასის განსხვავების ასახსნელად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. ერთ-ერთი ფაქტორია დამსაქმებლებში გავრცელებული სტერეოტიპი, რომ ქალები სამუშაო ადგილებზე ნაკლებად გულმოდგინედ მუშაობენ, რადგან მათთვის მეტად პრიორიტეტული საოჯახო საქმეა. თუმცა, 1988 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები მოწმობს, რომ ქალები სამუშაო ადგილებზე მამაკაც კოლეგებზე მეტი პროდიქტიულობით ხასიათდებიან. მეორე ფაქტორად ქალების ნაკლებად პრესტიჟულ ფირმებსა და ინდუსტრიებში დასაქმება სახელდება, სადაც ანაზღაურება წარმატებულ დაწესებულებებთან შედარებით დაბალია. კიდევ ერთ ფაქტორად მკვლევარი იმ ტენდენციას ასახელებს, რომ მამაკაცები სამუშაოს არჩევისას უპირატესობას მაღალ ანაზღაურებას ანიჭებენ. მაშინ, როცა ქალებისათვის სხვა ფაქტორებია მეტად პრიორიტეტული.  

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

England P. (1992) Comparable Worth: Theories and Evidence.. Hawthorn, NY: Aldine DeGruyter, pp. 1-45

Guy M.E., Newman M.A. (2004) Women’s Jobs, Men’s Jobs: Sex Segregation and Emotional Labor, Public Administration Review, Vol. 64, No.3, pp. 289-299.

Padavic I., Reskin B.( 2002)Women and Men at Work ,pp.1-43, Pine Forge Press, London.

Steinberg R.J. (1995) Gender Instructions: Cultural Lag of Gender Bias in the Hay System of Job Evaluation, in Jerry A. Jacobs (ed). Gender Inequality at Work, SAGE Publications, London, New Delhi, pp.57-92.

კატეგორია: 
ავტორები: