წონასწორობის შეგრძნება

Vestibular Sense

ინფორმაციას გვაწვდის ჩვენი სხეულის სივრცეში ორიენტაციის შესახებ.

წონასწორობის შეგრძნება შეიძლება უცნობიც კი იყოს, რადგანაც მათ არ აქვთ რეცეპტორები, რომელთა დანახვაც შეიძლება, როგორც მაგალთად, თვალების, ყურების ან ცხვირის შემთხვევაში გვაქვს. წონასწორობის შეგრძნება სივრცეში ჩვენი სხეულის, განსაკუთრებით, თავის ორიენტაციის შეგრძნებას გვაძლევს. ამ ინფორმაციას გვაწვდიან რეცეპტორები, პატარა ბუსუსები, რომელნიც შიდა ყურში — სითხით სავსე პარკუჭებსა და არხებში მდებარეობენ. ეს ბუსუსები იხრება, როცა სითხე მოძრაობს და აწვება მათ, ეს კი მაშინ ხდება, როცა თავს სწრაფად ამოძრავებთ. პარკუჭი და ტიკი გატყობინებთ ინფორმაციას სწორხაზოვანი მოძრაობის აჩქარებისა და შენელების შესახებ (იხ. სურათი). სამი არხი, რომელთაც ნახევარრკალოვან არხებს უწოდებენ, ერთმანეთის მიმართ მართი კუთხითაა განლაგებულნი, რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ინფორმაცია ნებისმიერი მიმართულებით მოძრაობის შესახებ: როგორ მოძრაობს თავი, როცა ვტრიალდებით, როცა ვაქნევთ მას ან გვერდზე გადავხრით.

ადამიანები, რომლებმაც უბედური შემთხვევებისა თუ ავადმყოფობის გამო, დაკარგეს წონასწორობის შეგრძნება, საკმოდ დეზორიენტირებულნი არიან, ხშირად ეცემიან, ახასიათებთ თავბრუხვევა. მიუხედავად ამისა, ასეთი ადამიანების უმრავლესობა, ბოლოს და ბოლოს, მაინც ახერხებს ამ ნაკლის კომპენსირებას იმით, რომ უფრო მეტად ეყრდნობა ვიზუალურ ინფორმაციას. გულის რევა მოძრაობისას მაშინ აღმოცენდება, როცა ვიზუალური სისტემიდან მომავალი სიგნალები კონფლიქტში შედის ვესტიბულარული აპარატიდან წამოსულ სიგნალებთან. მოძრავ ტრანსპორტში კითხვისას ადამიანებს ხშირად უჩნდებათ გულის რევის შეგრძნება. ამის მიზეზი ისაა, რომ ვიზუალური სიგნალები უძრავი ობიექტიდან მოდის, ხოლო ვესტიბულარული შეგრძნებები — მოძრავი ობიექტიდან. მძღოლებს იშვიათად ემართებათ ეს ავადმყოფობა, რადგან ისინი ხედავენ და გრძნობენ კიდეც მოძრაობას.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: