არცოდნის საბურველი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Veil of Ignorance

არცოდნის საბურველის ცნება ფილოსოფიაში ჯონ როულსის „სამართლიანობის თეორიის“ (1971) გამოქვეყნების შემდეგ დამკვიდრდა. როულსი „არცოდნის საბურველს“ იყენებს იმ ჰიპოთეზური საწყისი მდგომარეობის აღსაწერად, რომელშიც უნდა მოხდეს საზოგადოების წევრებს შორის თანაცხოვრების ბაზისური პრინციპების შესახებ შეთანხმება. როულსის აზრით, უნივერსალური, სამართლიანი და მორალურად გამართული პრინციპები იქნება ისინი, რომელთა შესახებაც შეთანხმდებიან მხარეები, რომელთაც არაფერი იციან საზოგადოებაში საკუთარი პოზიციის ან საზოგადოებრივი წესრიგის შესახებ. შესაბამისად, ისინი არ ამოდიან კლასობრივი ან პიროვნული ინტერესებიდან.

არცოდნის საბურველის იდეის ფემინისტური კრიტიკის მიხედვით, ის ეფუძნება დაშვებას, რომ შესაძლებელია ასეთი იდეალურად თანასწორი საფუძვლის არსებობა. ეს თეორეტიკოსისგან ყველა არსებული იერარქიიისა და უთანასწოროობის უგულებელყოფას მოითხოვს. ფემინისტთა აზრით, ასეთი ჰიპოთეზური მსჯელობა უყურადღებოდ ტოვებს ჩაგვრისა და იერარქიულობის სპეციფიკას და, შესაბამისად, მათი სერიოზული ანალიზის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Code L. (2000), Encyclopedia of Feminist Theories, Routledge.

კატეგორია: 
ავტორები: