სოციალურ მეცნიერებებში სარგებლიანობის თეორიის ერთ–ერთი ვარიანტი. მისი პრინციპია სოციალური ცხოვრებისა და პროცესების განხილვა სარგებლიანობასთან მიმართებაში, შესაბამისად, ყველა არსებული ურთიერთობის სარგებლიანობისთვის დაქვემდებარება. უ–ს დასაბამი მიეცა ბენტამის თეორიაში, რომელშიც ყოველგვარი მიმართების ერთადერთი შინაარსი სარგებლიანობაა. ბენტამი სარგებლიანობას აიგივებდა სიამოვნებასთან, ტკბობასთან და მიაჩნდა, რომ ზნეობრიობის საფუძველი უნდა იყოს „რაც შეიძლება მეტი ადამიანის სწრაფვა რაც შეიძლება მეტი სიამოვნებისკენ“, კაცობრიობის ჭეშმარიტი მიზანი კი – სარგებლიანობის მაქსიმალიზება ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ინტერესების ჰარმონიზაციის საფუძველზე. ბენტამი ცდილობდა ამ მიდგომის მისადაგებას ეკონომიკისადმი, მართვისადმი, სამართლისადმი. მის მიერ გამოყენებულ ერთადერთ ოპერაციონალურ ინსტრუმენტს წარმოადგენდა სარგებლიანობისა და ტანჯვის ბალანსი. უ–ის უძლიერესი გავლენა განიცადა ადრინდელმა, განსაკუთრებით, სპენსერის სოციოლოგიამ, მოგვიანებით კი დიურკემის მკვეთრი კრიტიკის ობიექტი გახდა. თანამედროვე სოციოლოგიაში უ–ის პრინციპებმა გამოყენება ვერ პოვა.
უტილიტარიზმი
Utilitarianism
კატეგორია: